Accentnews.ge
საქართველო ლვოვში დამატებით საკონსულო პუნქტს ხსნის

საქართველო ლვოვში დამატებით საკონსულო პუნქტს ხსნის

03/03/2022 13:32:01 პოლიტიკა

საქართველო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მოქალაქეების დასახმარებლად კივისა და ოდესის შემდეგ კიდევ ერთ, დამატებით წარმომადგენლობას ოფისს ლვოვში ხსნის. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უკრაინაში ან მეზობელ ქვეყნებში მყოფმა მოქალაქეებმა მიმართონ იმ ქვეყნის წარმომადგენლობას, რომელშიც ისინი იმ მომენტისთვის არიან.

"საქართველოს მთავრობა მუდმივ მონიტორინგს უწევს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჰუმანიტარული დერეფნების გამოცხადების შესაძლებლობას და ასეთის შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში, მზადაა განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია", - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყება უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს:

  • გაეცნონ და დაემორჩილონ უკრაინის ხელისუფლების მიერ დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს როგორც ადგილზე ყოფნის ასევე ტერიტორიის დატოვების პროცესთან დაკავშირებით;
  • დარჩნენ მუდმივ კომუნიკაციაში საქართველოს საკონსულო სამსახურებთან, როგორც ქვეყანაში ყოფნის, ასევე მისი დატოვების შემთხვევაში;
  • მუდმივად თან იქონიონ მგზავრობისათვის აუცილებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და ნაღდი ფული;
  • მუდმივად ჩართული ჰქონდეთ ტელეფონი და იცოდნენ სასწრაფო დახმარების, სახანძროს ან საქართველოს წარმომადგენლობის ნომრები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს საელჩოსა და საკონსულოების ნომრებს:

საქართველოს საელჩო, კიევი:

+ 380 (63) 376 77 68

+ 380 (44) 590 69 50

+ 380 (93) 544 01 17

+ 380 (63) 376 73 64

გენერალური საკონსულო, ოდესა:

+ 380 (63) 176 75 55

+ 380 (93) 761 17 17

საგარეო საქმეთა სამინისტრო:

+ 995 (32) 2 94 50 50

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S