Accentnews.ge
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: "გაოცებული ვართ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებებით"

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: "გაოცებული ვართ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებებით"

03/03/2022 13:55:38 პოლიტიკა

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, , გამოცებას იწვევს საქართველოს ცალკეული წარმომადგენლების კომენტარები, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებს აკავშირებს.

გაოცებულები ვართ ქართველი პოლიტიკოსების ცალკეული განცხადებებით, რომლებიც ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებთან აკავშირებენ. უკრაინა საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია. ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია. ეს არის ომი ევროპისთვისაც და მათ შორის, ომი საქართველოსთვის. არავინ არ ეკითხება არავის, რომელი პარტიის ბილეთი აქვს რომელიმე ქართველს, ვინც მზად არის დაეხმაროს უკრაინას ნებისმიერი საშუალებით", - ამბობს კასიანოვი.

მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს უკრაინის მხარდამჭერისთვის და უკრაინაში ომის მიმდინარეობა შეაჯამა: ელჩის თქმით, უკრაინელები მტკიცედ იცავენ ქვეყანას, თუმცა აგრესორი თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს, ბომბავს ქალაქებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის სარკინიგზო ხაზებს, რომლებსაც მოქალაქეები მშვიდობიან ადგილებამდე მისაღწევად იყენებენ. მას აქვს იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ომის დანაშაულებისთვის ჰააგის სასამართლოში ბრალდებულის სკამზე დაჯდომა მოუწევს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ შეუძლებელს უკრაინის და უკრაინელი ხალხის დასაცავად", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ირაკლი კობახიძემ 2 მარტს მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის ელჩის გაწვევა იმით ახსნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მრავლად ჰყავს "წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში და პრეზიდენტის გარემოცვაში":

"აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც, ბუნებრივია, ახსნა უნდა ჰქონდეს. ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ლიდერებს მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ, როგორც გუშინ აღვნიშნეთ, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.

აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც, როგორც ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის გარემოცვაშიც.

[...] დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი „დაფრთიანებულია“. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S