Accentnews.ge
ბლინკენმა ზურაბიშვილთან საუბრისას საქართველოს მიმართ აშშ–ის მხარდაჭერა დაადასტურა

ბლინკენმა ზურაბიშვილთან საუბრისას საქართველოს მიმართ აშშ–ის მხარდაჭერა დაადასტურა

03/03/2022 19:05:15 პოლიტიკა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ–ის მტკიცე ერთგულება დაადასტურა.

"აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რუსეთის მიერ უკრაინაზე განზრახ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაზე გლობალური პასუხის შესახებ ესაუბრა. მდივანმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხისა და პირადად პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერის გამო. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევროატლანტიკური მომავლისკენ", – ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S