"ვესაუბრე ზურაბიშვილს, რათა მადლობა მეთქვა უკრაინის მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და ხაზი გამესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის"
03/03/2022 19:15:39 პოლიტიკა
დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
"ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა მადლობა მეთქვა უკრაინის მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და ხაზი გამესვა აშშ–ის მტკიცე ერთგულებისთვის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი", – წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.


