Accentnews.ge
"ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ვთანხმდებით უკრაინის მიმართ საერთო მხარდაჭერაზე"

"ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ვთანხმდებით უკრაინის მიმართ საერთო მხარდაჭერაზე"

03/03/2022 19:42:11 პოლიტიკა

ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, ვთანხმდებით უკრაინის მიმართ საერთო მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ამ რთულ პერიოდში, ვაფასებ ჩვენი პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მიმართ. მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს ეროვნული თანხმობის პროცესის მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, სახელმწიფო მდივანი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S