Accentnews.ge
„შეგიძლია, დაემუქრო ქვეყნებს, მაგრამ ორიენტაციას ვერ შეუცვლი“

„შეგიძლია, დაემუქრო ქვეყნებს, მაგრამ ორიენტაციას ვერ შეუცვლი“

04/03/2022 06:18:34 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „შეგიძლია დაემუქრო ქვეყნებს, მაგრამ ორიენტაციას ვერ შეუცვლი“. ამის შესახებ მან CNN–თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცება, რომ რუსეთი და უკრაინა ერთია, „აღარასოდეს იქნება სიმართლე“:

"როგორც ჩანს რუსეთი არ ესწრაფვის მხოლოდ ერთი-ორი რეგიონის დაკავებას, რომ მას მიზნად აქვს ქვეყნის განადგურება. პუტინის სტრატეგიამ არ იმუშავა და ახლა, ჩანს აპირებს მთელი უკრაინის აღებას, არ ინდობს სამოქალაქო პირებს. ერთი რამ არის ცხადი: პუტინის წარმოდგენა, რომ უკრაინელები და რუსები ერთი სახელმწიფო და ერთი ერი არიან, რაც დღესაც გაიმეორა, აღარასოდეს იქნება სიმართლე, რადგან როგორც ახლა ის ეპყრობა ამ ქალაქებს, ამ ხალხს, მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს, იმას ნიშნავს, რომ მან შექმნა არა ერთი ერი, არამედ შექმნა ხალხი, ვინც მისი მტრები იქნებიან".

მისი თქმით, რუსეთს შეიძლება, სამხედრო თვალსაზრისით უპირატესობა ჰქონდეს უკრაინასთან და ადრე თუ გვიან, იმძლავროს, მაგრამ "აღმაფრთოვანებელია, თუ როგორ მოქმედებს უკრაინელი ხალხი და მისი ხელმძღვანელობა".

ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინის შემდეგ გადასწვდება თუ არა რუსეთი სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორიცაა, მაგალითად, საქართველო, ზურაბიშვილმა განმარტა, რომ საქართველო ყოველთვის იყო რუსეთის ყურადღების საგანი, რომ ახლა ქვეყნის ტერიტორიის 20 % არის ოკუპირებული და რუსეთს აქვს ორ რეგიონში დიდ სამხედრო ბაზები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება ამოძრავდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეიცვალა, ის მისდევს თავის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

"საქართველომ, მოლდოვასთან ერთად 3 მარტს, წინა დღით კი უკრაინამ, შეიტანეს ევროკავშირის გაწევრიანების განაცხადი. დიახ, შესაძლებელია დაემუქრო ქვეყნებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეუცვლი ორიენტაციას, გადაწყვეტილებას, იყვნენ დამოუკიდებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ირჩევ მოკავშირეებს და ორგანიზაციებს, სადაც გინდა ინტეგრაცია", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S