კასიანოვი: "უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება"
04/03/2022 12:18:52 პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა დიდი მადლობა გადაუხადა მსოფლიო თანამეგობრობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დახმარებაში, მაგრამ კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინას მეტი ესაჭიროება.
კასიანოვის თქმით, ომის შესაწყვეტად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ ნატო–მ ჩაკეტოს უკრაინის საჰაერო სივრცე.
"ნატო შიშობს, რომ არ იყოს ამ კონფლიქტში ჩართული, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვათ, ახლა ყველა არის ჩართული ამ კონფლიტში“, – განაცხადა მან.
ამასთან, მან პარტნიორებს მიმართა, მეტი დახმარება გაწიონ უკრაინელ ლტოლვილთა დასახმარებლად და ამ კუთხით განსაკუთრებული ძალისხმევისთვის დიდი მადლობა გადაუხადა პოლონეთს.


