"ახლა არის ერთიანობის, საქართველოს მომავალზე ორიენტირების დრო"
04/03/2022 14:07:21 პოლიტიკა
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახლა არის ერთიანობის დრო, ახლა არის საქართველოს მომავალზე ორიენტირების დრო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
„30 წელია შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია. საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. ახლა არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს პროგრესს იმ პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელზეც შეთანხმებას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია და რომელიც საჭიროა საქართველოს მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ასე რომ, ახლა არის ერთიანობის დრო, ახლა არის საქართველოს მომავალზე ორიენტირების დრო. ასევე თავდასხმების გვერდზე გადადების, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციასა და დაყოფას. გვჯერა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის, მაგრამ ქართველებზეა დამოკიდებული იმუშაონ ამისთვის. ვიცით, რთული სამუშაოა, მაგრამ გვჯერა თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ,“ - აღნიშნა ელჩმა.


