Accentnews.ge
"გადავწყვიტეთ გავაკეთოთ მეტი საქართველოსთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ერთად"

"გადავწყვიტეთ გავაკეთოთ მეტი საქართველოსთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ერთად"

04/03/2022 14:15:42 პოლიტიკა

"გადავწყვიტეთ გავაკეთოთ მეტი საქართველოსთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ერთად", – ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერმა ალინისის წევრი სახელმწიფოების, ასევე ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ალიანსი ახორციელებდა მხარდაჭერას საქართველოს და ბოსნია - ჰერცეგოვინისა და სხვა პარტნიორებისადმი მრავალი წლის განმავლობაში, ვეხმარებოდით თავდაცვის გაძლიერებაში, რეფორმების განხორციელებაში, გვქონდა ერთობლივი წვრთნები, სხვადასხვა აქტივობები, სხვადასხვა ქვეყნებთან, სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გავაკეთოთ მეტი ამ ქვეყნებთან ერთად, რათა გავაძლიეროთ მისი თავდაცვისუნარიანობა და ინსტიტუციების უსაფრთხოება და პოტენციურად გავზარდოთ ამ ქვეყნების აქტივობა და მხარი დავუჭიროთ მათ, რადგან, როგორც იხილეთ უკრაინის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა, იყვნენ რუსეთის სამხედრო ძალისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე ინტერვენციის, შეტევისა და დივერსიის საფრთხის ქვეშ“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S