ლვოვიდან პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად სპეცრეისების განრიგი ქვეყნდება
05/03/2022 16:19:01 პოლიტიკა
უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქალაქ ლვოვიდან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით:
- "ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით იმოძრავებენ 6-დან 10 მარტამდე უკრაინის დროით ყოველდღე დილის 08:00-დან 09:00 საათამდე.
- მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.
- ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა შემდეგ ნომრებზე:
+380 (63) 376 77 68;
+380 (63) 376 73 64“
"უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით", – აცხადებენ საგარეო უწყებაში.


