Accentnews.ge
"მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება, ასე მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება"

"მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება, ასე მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება"

07/03/2022 07:22:23 პოლიტიკა

მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება და საფრთხე არ გვემუქრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, მმართველი გუნდი ქვეყანაში მშვიდობას შეინარჩუნებს.

„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება და საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S