Accentnews.ge
ღარიბაშვილმა მორავიეცკისთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს

ღარიბაშვილმა მორავიეცკისთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს

07/03/2022 11:23:27 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.

„ირაკლი ღარიბაშვილმა მატეუშ მორავიეცკის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ამ გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S