Accentnews.ge
აშშ-ის დაზვერვა: "პუტინი კიევის აღებას ორ დღეში გეგმავდა"

აშშ-ის დაზვერვა: "პუტინი კიევის აღებას ორ დღეში გეგმავდა"

09/03/2022 06:10:18 პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის დედაქალაქ კიევის აღებას ორ დღეში გეგმავდა, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა. ინფორმაციას სხვადასხვა დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ.

„პირველი ორი დღის განმავლობაში კიევის აღების ნაცვლად... თითქმის ორი კვირის შემდეგ, მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ქალაქის მთლიანად ალყაში მოქცევა“, - აღნიშნა ბერნსმა კონგრესის მოსმენაზე გამოსვლისას.

მისი თქმით, პუტინი ახლა გაბრაზებული და იმედგაცრუებულია.

„ის, სავარაუდოდ, გააორმაგებს ძალისხმევას და შეეცდება გაანადგუროს უკრაინელი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის უგულებელყოფით", – დასძინა მან.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თქმით, პუტინი ცდებოდა, როდესაც წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ არ სჯეროდა, რომ უკრაინა ნამდვილი ქვეყანაა:

„ის ცდება ამაში. რეალური ქვეყნები წინააღმდეგობას გასწევენ და ეს არის ის, რაც უკრაინელებმა საკმაოდ გმირულად გააკეთეს ბოლო 12 დღის განმავლობაში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S