Accentnews.ge
გომელაური: „უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის“

გომელაური: „უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის“

09/03/2022 08:07:37 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თვლის, რომ კითხვა, ვინ დაიწყო უკრაინაში ომი, არარელევანტურია, რადგან თავად რუსეთი აღიარებს, რომ ომი თავად გააჩაღა.

„ეს კითხვა, მე მგონი, არ უნდა დაისვას. ვინ დაიწყო ომი? პირდაპირ რუსეთმა გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი. ამას რა კითხვა უნდა. თვითონ პირდაპირ აღიარებენ, რომ „შევედით ჯარებით და დავიწყეთ ეს ოპერაციაო“. ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ. რა კითხვა უნდა? უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის, ხედავენ. ეს კითხვა მე მგონი დასასმელი არც არის, თუ ვინ დაიწყო ომი," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ გაჩნდა. ცნობილია, რომ მანამდე საქართველოს ხელისუფლება მის წინამორბედს ადანაშაულებდა, რომ ვერ შეძლო 2008 წლის ომის თავიდან აცილება. ამასთან, საქართველო არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ორიოდ დღის წინ კითხვაზე ზუსტ პასუხს აჭარის მთავრობის მეთაურმა თავი აარიდან და ჟურნალისტები დარგის ექსპერტებთან გადაამისამართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S