Accentnews.ge
„ომია და არ მინდა, მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეუძლია“

„ომია და არ მინდა, მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეუძლია“

09/03/2022 08:14:00 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველო უკრაინას შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ეხმარება.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით გაიგზავნა დახმარება უკრაინაში. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ თვითონ ვართ დაზარალებული, რამდენიმე წლის წინ ომი იყო საქართველოში, დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს რუსული ჯარები დგას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვაქვს დიდი დახმარების შესაძლებლობა, როგორც გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირის დიდ ქვეყნებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ყველა რეზოლუციას. ჩვენ მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ უკრაინას“, – განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის საკითხზე, მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის ამ ქმედების მიზეზი გაუგებარია:

„არ მინდა, ასეთ თემებში შევიდე. სამწუხაროდ, აქედან გაიწვიეს ელჩი და ბელორუსიში დატოვეს, ესეც გაუგებარია ჩემთვის. ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ. მან თქვა, რომ ამორალური ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი, არც დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში არ ჯდება. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეუძლია“, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმი, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მცირედით მაინც შეუმსუბუქოს უკრაინელ მეგობრებს მძიმე დღეები და წუთები:

„ძალიან რთული ვითარებაა უკრაინაში. სამწუხაროდ, დღითიდღე დამძიმდა. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. თითქმის ორი კვირაა, რაც სარდაფებშია ჩასული მოსახლეობა და არ აქვთ წყალი, დენი, აქვთ საკვების პრობლემები. ეს ომი, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და მსოფლიო ლიდერებმა, ლიდერმა ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთონ, რომ ომი შეჩერდეს, აღარ იყოს მსხვერპლი. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მძიმე დღეები და წუთები“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S