Accentnews.ge
ბურჭულაძე – უსაფრთხოების საბჭოზე: "ისედაც ვიკრიბებით, ფორმალობის საჭიროება არაა"

ბურჭულაძე – უსაფრთხოების საბჭოზე: "ისედაც ვიკრიბებით, ფორმალობის საჭიროება არაა"

10/03/2022 11:21:45 პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ უსაფრთხოების საბჭოს შეკრების „ფორმალობის საჭიროება არ დგას“ და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ისედაც ყოველდღე იკრიბებიან.

„იმის გამო, რომ ვთქვათ, რომ უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბა, ეს ჩვენ არ გვახასიათებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ვიკრიბებით პრემიერთან, გავდივართ იმ მოვლენებს, იმ შესაძლო შედეგებს, იმ რისკებს, რაც შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში განვითარებულ ომს.

რაც შეეხება უსაფრთხოების დოქტრინას, ჩვენ ჩვენი უწყების მასშტაბით ვიმუშავეთ პარტნიორებთან ერთად. ჩვენი ნაწილი არის სრულად ჩამოყალიბებული და უახლოეს მომავალაში უსაფრთხოების საბჭოზე დავასრულებთ ამას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დამაზუსტებელ კითხვას ბურჭულაძემ უპასუხა:

„არ გვახასიათებს ღონისძიებების ჩატარება პიარის მოტივაციით, ანუ ჩვენ იგივე ფორმატში ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით და დღეს ამ ფორმალობის საჭიროება არ დგას. თუ დადგება ფორმალურად უსაფრთხოების საბჭოს ჩატარების საჭიროება, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ. კიდევ ვიმეორებ, ის ფორმატი დაცულია ყოვედღიურ რეჟიმში – ძალოვანი უწყებები პრემიერთაn ვიკრებებით და ვახდენთ ჩვენს ადაპტაციას ყოველდღიურ მოვლენებთან“.

მე–15 დღეა, რუსეთი უკრაინას უტევს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო გზებით. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პასუხად მკაცრი სანქციები დაუწესა.

ოპოზიცია მოუწოდებს მთავრობას, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, უსაფრთხოების საბჭო გაფართოებულ ფორმატში იქნეს მოწვეული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S