"ქართველმა ხალხმა იცის, რას ნიშნავს, გესხმოდნენ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ გინდა, იყო თავისუფალი"
10/03/2022 16:40:28 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა თელავში, ამერიკული კუთხის გახსნის შემდეგ მედიასთან უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოში რუსული ბიზნესების რეგისტრაციას შეეხებოდა, ელჩმა თქვა, რომ ამის შესახებ საკმარის ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მნიშვნელოვანია, დღეს ყველა ქვეყანამ გამოუცხადოს მხარდაჭერა უკრაინას.
„მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა და მის გვერდით დგომა საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი მკვეთრი პოზიცია სხვადასხვა ფორუმზე, მათ შორის გაერო-ს, ევროსაბჭოს, ეუთო-ს ფორმატში, უკრაინის მხარდაჭერას აფიქსირებს ქართველი ხალხიც. ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ასეთ გულუხვობას უკრაინელების მიმართ, და ეს განსაკუთრებული მხარდაჭერა განპირობებულია ალბათ იმით, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო ომში; რას ნიშნავს, გესხმოდნენ თავს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ რომ შენ გინდა, იყო თავისუფალი. სწორედ ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სიტუაციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ერთიანობა. მოგეხსენებათ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში ჩვენ კარგად გამოვცადეთ, თუ რას ნიშნავს პოლარიზაცია და ვიცით, რა შედეგები შეუძლია მას მოიტანოს" - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში 10 მარტს.


