Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა

11/03/2022 09:39:50 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

პრემიერი კიდევ ერთხელ მიესალმა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა ეთხოვა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლი, ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერაში უმნიშვნელოვანესია.

შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველო უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, აგრეთვე აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკრაინელ ხალხს გაეგზავნა. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში ერიკ ტოსატი ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S