Accentnews.ge
გორის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა

გორის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა

11/03/2022 10:07:19 პოლიტიკა

გორის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. თავმჯდომარეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ომის დროს უკრაინის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები შეახსენეს და მის ამ პოზიციას სამარცხვინო უწოდა.

"სამარცხვინო იყო თქვენი განცხადება, რაც ვიხილეთ საზოგადოებამ. მით უმეტეს ამ მძიმე პერიოდში, ამიტომ პირველ რიგში უნდა მოიხადოთ ბოდიში უკრაინელი ხალხის მიმართ და დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ თანამდებობა", - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბექა ქორჩილავამ საკრებულოს თავმჯდომარეს.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე არც ბოდიშის მოხდას და არც თანამდებობის დატოვებას არ აპირებს:

"მე ხაზი გავუსვი იმ შეცდომას, რაც მათ დაუშვეს. ეს შეცდომა იყო ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა. მე მაქვს ჩემი აზრი. ეს აზრი გამოვთქვი, მე კონსტიტუციის შესაბამისად, ყველა კანონის დაცვით და მე რომ არ გადავდგები, თქვენ კარგად იცით".

კამათის და ხმაურის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S