Accentnews.ge
სააკაშვილი – ჰააგის სასამართლოზე: "სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ციხეში ვიჯდე"

სააკაშვილი – ჰააგის სასამართლოზე: "სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ციხეში ვიჯდე"

11/03/2022 11:06:39 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა, აცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება მის გამართლებას ნიშნავს. პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.

"ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია. ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება. და ბოლოს, მინდა მივმართო ყველა ქართველს - სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს. და ვინც ამას ითმენს, თუნდაც დღევანდელი დღის შემდეგ, არ შერცხვება?!", - აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის: ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S