Accentnews.ge
მელია: "თბილისის მერიამ ვაგონები საბრძოლო ტექნიკის მწარმოებელ რუსულ კომპანიას შეუკვეთა"

მელია: "თბილისის მერიამ ვაგონები საბრძოლო ტექნიკის მწარმოებელ რუსულ კომპანიას შეუკვეთა"

11/03/2022 16:52:23 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენს კონტრაქტი აქვს გაფორმებული რუსულ კომპანია Metrowagonmash-თან, რომელიც საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მელია აღნიშნავს, კონტრაქტის მიხედვით, კომპანიას თბილისისთვის 170 მილიონ ლარად 44 ვაგონი უნდა მოეწოდებინა. ამდენად, მისი შეფასებით, თბილისის მერია საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარით აფინანსებს რუსულ სამხედრო ინდუსტრიას.

მან თბილისის მერს კახა კალაძეს კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტისკენ მოუწოდა:

„ეს კომპანია აწარმოებს რუსულ სამხედრო-საბრძოლო ტექნიკას და არის ფლაგმანი სამხედრო ინდუსტრიისა მუხლუხოებიან ჯავშანტრანსპორტის წარმოების მხრივ. ეს არაა უბრალოდ ჩვეულებრივი კომპანია.

როცა მთელი დასავლეთი ცდილობს ფინანსური ნაკადები შეუწყვიტოს პუტინის რეჟიმს, რათა მან ვერ მოახერხოს სამხედრო ინდუსტრიის დაფინანსება, თქვენ, ჩვენი, თბილისელების სახელით 170 მილიონი ლარის ოდენობის კონტრაქტი გაქვთ გაფორმებული რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან და კონტრაქტს ცალმხრივად არ წყვეტთ კი არა, ხმასაც არ იღებთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S