Accentnews.ge
გერმანიის ელჩი – სანქციებზე: "საქართველოს მთავრობა მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით"

გერმანიის ელჩი – სანქციებზე: "საქართველოს მთავრობა მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით"

11/03/2022 18:26:45 პოლიტიკა

"საქართველოს მთავრობა მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით", – ასე შეაფასა საქათველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა თბილისის პოზიცია უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან და საერთაშორისო სანქციებთან მიმართებაში.

"ჩვენ კარგად ვიცით, რა პოზიცია უკავია საქართველოს ამ კონფლიქტში. საქართველო თავად იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი და კარგად შეუძლია უკრაინის სიტუაციის გაგება, ამიტომ ნათელი და თავისთავადია, რომ მოსახლებაში არის დიდი მობილიზაცია. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთ სიტუაციაში ყველა ქვეყნის მთავრობებს უხდებათ მძიმე გადაწყეტილებების მიღება. საქართველოს მთავრობა, ჩემის აზრით, მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაერო-ს რეზოლუციის ინიციატორი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ბევრს აკეთებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და მას მოუწევს კიდევ სხვა ამოცანების შესრულება. ვნახეთ, რომ დაიკეტა „ვითიბი ბანკი“. ეს იყო მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ევროკავშირის და აშშ-ს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით. და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის", – განუცხადა ელჩმა "პირველ არხს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S