“ქართული ლეგიონი”: "დავაკავეთ მტრის დივერსანტები"
11/03/2022 20:53:46 პოლიტიკა
უკრაინაში მყოფი “ქართული ლეგიონი” აცხადებს, რომ დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე დივერსანტები, რომელთა სამიზნე უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები იყო.
“ქართული ლეგიონს”, რომელიც უკრაინაში მაიდნის მოვლენების შემდეგ შეიქმნა, მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს. ქართველების გარდა მასში სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც ირიცხებიან და ტერიტორიული თვდაცვისთვის სამოქალაქო ჯგუფებს წვრთნიან.
როგორც “ქართული ლეგიონის” გვერდი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რუსეთის დივერსანტები დიდი ხანია, ცდილობენ მათი ადგილმდებარეობის დადგენას, თუმცა უშედეგოდ, რადგან ჯაშუშების ნეიტრალიზებას ადვილად ახერხებენ.
The Georgian Legion fighting in Ukraine has long been the target of our common enemy.Enemy sends subversive groups to determine the location of the Georgian boys.Our fighters,thanks to their high professionalism and great experience,easily neutralize the actions of spies. pic.twitter.com/Cc6QYcRYtX
— Georgian Legion (@GeoLegion) March 11, 2022


