"უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დამატებით იარაღსა და აღჭურვილობას მოიცავს"
13/03/2022 04:20:04 პოლიტიკა
12 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს დაავალა, ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან გამოიყოს დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.
აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დამატებით იარაღსა და აღჭურვილობას მოიცავს, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„ეს უპრეცედენტო, რიგით მეოთხე შემცირება (პენტაგონის ბიუჯეტის) ერთ წელზე ნაკლებ დროში, მოიტანს იმას, რომ აშშ-ის ჯამური დახმარება უკრაინის უსაფრთხოებისთვის $1,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, 2021 წლის იანვრის შემდეგ“, – დაწერა ბლინკენმა „ტვიტერზე


