მორგოშია: "პარტიის მთელი დელეგაცია უახლოეს პერიოდში რუსეთში მივდივართ"
14/03/2022 08:53:09 პოლიტიკა
პრორუსული მოძრაობის „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ „კონსერვატიული პარტია“ უახლოეს პერიოდში რუსეთში გაემგზავრება,– ამის შესახებ მან „TV პირველთან“ ისაუბრა.
"ზურა მახარაძეს აქვს აბსოლუტურად სხვა ამოცანა. რუსეთში არ მიდის, რუსეთში მივდივართ ჩვენ, პარტიული მთელი დელეგაციით უახლოეს პერიოდში“,– განაცხადა მორგოშიამ.
მისივე თქმით, შეხვედრები უნდა მამართონ „რუსეთის იმ პოლიტიკურ წრეებთან, ვისაც ხელეწიფება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დალაგება"..
ჟურნალისტისტმა იკითხა, რუსეთში ამყარებენ თუ არა "იმედებს“ „კონსერვატიულ პარტიაზე“.
"იმედი არ ვიცი, ჩვენ გვიყურებენ, როგორც ადეკვატურ ხალხს, რომელიც რაციონალურად აზროვნებს და შეუძლია, დაალაგოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. ბევრად უფრო სტაბილურად ვუდგებით ფინანსურადაც და ყველანაირადაც, იმიტომ რომ გამოჩნდა ხალხის ის ძალიან დიდი მასა, რომელიც ჩვენ გვიდგას მხარში. ყველა მხრიდან, მათ შორის ევროპიდანაც ძალიან ბევრი ბიზნესმენი, საქმოსანი, რავი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან".- პასუხობს მორგოშია კონკრეტული პირების დასახელების გარეშე.


