Accentnews.ge
„ევროპაში ვიზიტმა დამარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური შანსი“

„ევროპაში ვიზიტმა დამარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური შანსი“

14/03/2022 09:05:31 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე ორი საკითხი დგას: ევროკავშირში გაწევრიანება და უკრაინის მხარდაჭერა და მის ირგვლივ შექმნილი პრობლემატიკა.

„ევროპაში ვიზიტმა დამარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური შანსი. რეალური მზადყოფნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამ მოცემულობაში აუცილებელი იყო და მაქსიმალურად ვეცადე, პირადი შეხვედრებით თუ საერთაშორისო მედიაში გამოსვლებით დამემყარებინა საქართველოს კუთვნილი ადგილი ამ პროცესებში, რათა არ გაჩენილიყო ცდუნება, რომ საქართველო ან დაევიწყებინათ ან სხვა ჭრილში განეხილათ, ვიდრე უკრაინა ან მოლდოვა. ახლა ყველა მხრიდან ისმის რა გავაკეთოთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შანსები, როდის და როგრ. გიპასუხებთ – ერთიანობა, ერთიანობა და ერთიანობა. არანაირი დაყოფა და ცალ–ცალკე სირბილი პარტნიორებთან. საჭიროა შეთანხმებული და ერთიანი გგემის მომზადება და წარდგენა, რომელიც შემდეგ არ დაექვემდებარება ანულირებას. პრეზიდენტი, პრემიერ–მინისტრი, მთავრობა, პარლამენტი, ყველა პოლიტიკური ძალა, მედია, არასამთავრობოები, მოქალაქეები ყველა ერთი მიზნით და ერთი გეგმის ირგვლივ უნდა ვერთიანდებოდეთ, ვმუშაობდეთ იმ რეფორმების პაკეტზე, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იქნება, თუ რეალურად ვხედავთ თავს ევროპაში. ეს იქნება ეროვნული თანხმობის ნამდვილი გამოხატულება“,– განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S