ნატო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს
14/03/2022 11:22:23 პოლიტიკა
ნატო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს.
„ნატო არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც შაბათს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში გაიმართა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში“, -წერს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს ჩატარდა.


