Accentnews.ge
სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის სააკაშვილს გადასცეს მისი გამოკვლევის შედეგები

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის სააკაშვილს გადასცეს მისი გამოკვლევის შედეგები

14/03/2022 17:24:40 პოლიტიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარილს განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 13 მარტს, სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული გამოკვლევების ჩატარების მიზნით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“. განცხადების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს, მისივე თანხმობით, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია ჩაუტარდა, ხოლო MRT კვლევაზე მან უარი თქვა.

პენიტენციური სამსახური მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მისი ინტერესების დამცველებს ჩატარებული კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია სრულად გადაეცემათ.

განცხადების მიხედვით, „ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს". ის განმარტავს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, დაამუშაოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან ის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას წარმოადგენს.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია მისთვის 13 მარტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული სამედიცინო კვლევების შესახებ. სააკაშვილის თქმით, კვლევების შედეგად დასმული დიაგნოზის შესახებ წერს იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრომ დიაგნოზი არ გაასაიდუმლოოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S