მედია: უკრაინის ელჩი თბილისში დაბრუნდა
14/03/2022 20:24:26 პოლიტიკა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თბილისშია.
ტელეკომპანია კადრებს ავრცელებს, რომლის სავარაუდოდ, დოლგოვის რეზიდენციასთანაა გადაღებული.
მან კომენტარზე უარი განაცხადა, ხოლო ჟურნალისტს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის: ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი 1 მარტს გაიწვია კონსულტაციებისთვის.
„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – განმარტა გადაწყვეტილების გაჟღერებისას ზელენსკიმ.


