უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი დღეს მედიისთვის განცხადებას გააკეთებს
15/03/2022 06:13:40 პოლიტიკა
უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი დღეს 15:00 საათზე მედიისთვის განცხადებას გააკეთებს, – იუწყება რამდენიმე ქართული ტელეარხი.
დოლგოვი საქართველოში გუშინ დაბრუნდა.
უკრაინის ელჩი მედიასთან მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ მარტს საქართველოდან გაიწვია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგას ქვეყანაში ელჩის დაბრუნებისკენ მოუწოდა.


