საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს
15/03/2022 10:00:14 პოლიტიკა
საგარეჯოში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. პარტიის ინფორმაციით, ჩამტვრეულია შენობის მინები, განადგურებულია ტექნიკა და ავეჯი.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს შურისძიებაა და ოფისი "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებმა, ხელისუფლების ხელშეწყობით დაარბიეს.
მათი თქმით, გუშინ, 14 მარტს "ალტ-ინფოს" საგარეჯოს ოფისის გაუქმებას საპროტესტო აქციაზე, სხვებთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ითხოვდნენ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ პოლიციას დამნაშავეების გამოვლენა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან შემთხვევა მოხდა დღისით და ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, გადაღებული უნდა იყოს ახლოს მდებარე სათვალთვალო კამერებით.
ამ წუთებში სამართალდამცველები შემთხვევის ადგილს სწავლობენ.


