"ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია"
15/03/2022 10:28:24 პოლიტიკა
"ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია", – ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ სახელმწიფო სათათბიროსთვის წარდგენილ კანონპროექტს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.
„რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციას ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყენებს, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ არალეგიტიმურ ნაბიჯს და ჰიბრიდულ ინსტრუმენტს. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას და ერთიანია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის დაგმობასა და ზოგადად ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯების მიმართ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერ მარი ნარჩემაშვილის განცხადებაში.


