Accentnews.ge
IDFI: "პრეზიდენტის განცხადებები არ გასცდენია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს"

IDFI: "პრეზიდენტის განცხადებები არ გასცდენია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს"

15/03/2022 10:54:34 პოლიტიკა

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ბრალდებები კონსტიტუციის დარღვევის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

IDFI-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის კომპეტენცია შეზღუდულია და ძირითადად მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება/უმოქმედობა, რომელიც გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკაზე საჭიროებს მთავრობის თანხმობას:

„მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვერ ისარგებლებს ხმის უფლებით საერთაშორისო ორგანოებში, თუმცა, მას როგორც სახელმწიფო მეთაურს, არ ეკრძალება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გამოხატვა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით არაფორმალური ვიზიტის ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით პრეზიდენტის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ნებაზე და ვერც საგარეო პოლიტიკის განხორციელებად ჩაითვლება“.

მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს.

ცნობისთვის: 14 მარტს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური მოხსენებით წარსდგა. მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც ქვეყნის წინაშე სცოდავენ. მან წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დაბლოკა, ამიტომ მას პირადი კონტაქტების გამოყენება მოუხდა ვიზიტის განსახორციელებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S