Accentnews.ge
"უნდა ვიმსჯელოთ რუსეთთან დროებით სავიზო რეჟიმის აღდგენაზე"

"უნდა ვიმსჯელოთ რუსეთთან დროებით სავიზო რეჟიმის აღდგენაზე"

15/03/2022 11:42:09 პოლიტიკა

„ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხზე მსჯელობა დაიწყონ.

"საქართველოს მოქალაქეების დიდ უმრავლესობას აქვს შეკითხვა – რატომ გაიზარდა რუსეთიდან შემომავალი მოქალაქეების რაოდენობა და რას აპირებს ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ მსურს გამოვეხმაურო ამ პრობლემას და მოვუწოდო ხელისუფლებას, უნდა ვიმსჯელოთ დროებით სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხზე რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევა, ამას სჭირდება სერიოზული მსჯელობა და ხელისუფლებისგან იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც საზოგადოება ელოდება. ამიტომ ახლა პოლიტიკური მასკარადის მოწყობის ნაცვლად მოგიწოდებთ, ამ თემებზე ისაუბროთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S