უკრაინის საელჩო: "ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლაზე რეაქციას"
15/03/2022 12:11:09 პოლიტიკა
უკრაინის საელჩოში ამბობენ, რომ პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე რეაქციებს აკვირდებიან. ამის შესახებ ბფირინგზე უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
"ჩვენ მადლობლები ვართ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უკრაინისა და უკრაინელ ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ასევე ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში გამოსვლის რეაქციებს პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ წრეებში და მუდმივად ვაცნობებთ კიევს ამის შესახებ", - განაცხადა კასიანოვმა.
ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სასეი დარბაზში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან, ანდრე კასიანოვთან ერთად შევიდა. "ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაა, სხდომათა დარბაზში სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინის წარმომადგენლის გაუფრთხილებლად შემოიყვანა:
„გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ პატივცემული წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში, გაუფრთხილებლად მიწერეთ წერილი საქართველოს პარლამენტს და ეს ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა".


