"მეტი დახმარება გვჭირდება, ამიტომ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ევროკავშირისადმი და ვაგრძელებთ ჩვენს გზას ნატო-სკენ"
15/03/2022 17:14:24 პოლიტიკა
"მეტი დახმარება გვჭირდება, ამიტომ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ევროკავშირისადმი და ვაგრძელებთ ჩვენს გზას ნატო-სკენ", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველას, მათ შორის საქართველოს აღელვებს, რას მოიმოქმედებს სამომავლოდ კრემლი.
„პირველ რიგში, მსურს ვთქვა, რომ ჩვენ ყველას გვაღელვებს, რას მოიმოქმედებს პუტინი სამომავლოდ. იგი ახორციელებს მუქარას, როგორც ფსიქოლოგიურს, ისე სამხედროს ყველა ქვეყნის მიმართ, მათ შორის ბირთვულ იარაღზე საუბრით. საქართველო და მოლდოვა უნდა იყვნენ უფრო შეშფოთებულნი, რადგან გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. დიახ, ჩვენ გვჭირდება მეტი და ამიტომ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ევროკავშირისადმი და ვაგრძელებთ ჩვენს გზას ნატო-სკენ. ერთი რამ უნდა აღვნიშნო, თუ 2008 წლის საქართველოს წინააღმდეგ ომის მიზანი იყო საქართველოს გადაეხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან, ეს მიზანი არ იქნა მიღწეული და ვფიქრობ, ვერც უკრაინასთან მიმართებაში იქნება მიღწეული. ვიმედოვნებთ, რომ ხვალინდელი რუსეთი იქნება უფრო სუსტი და ნაკლებად დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ ყველაფერის გააკეთება შეუძლია სამხედრო ძალის გამოყენებით და მიხვდება, რომ მეტი ძალისხმევა დიპლომატიაზე მიმართოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


