Accentnews.ge
"არ არის სიმართლე, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან რამდენიმე საერთაშორისო სანქციების მონაწილე უკვე ვართ"

"არ არის სიმართლე, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან რამდენიმე საერთაშორისო სანქციების მონაწილე უკვე ვართ"

15/03/2022 17:40:05 პოლიტიკა

"არ არის სიმართლე, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან რამდენიმე საერთაშორისო სანქციების მონაწილე უკვე ვართ", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დაწესებული აქვს საკუთარი სანქციებიც.

"ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არ გვაქვს ალიანსი რუსეთთან. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამიტომ ჩვენ განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმეტესობა, არ ვართ დაცული ნატო-ს წესდების მე-5 მუხლით. ჩვენ ნამდვილად წინა ხაზზე ვიმყოფებით ევროპელი მოკავშირეების სოლიდარობაში, მაგალითად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც რეზოლუციები იქნა მიღებული, ჩვენ თანასპონსორები ვართ; ამიტომ ვფიქრობ, საქართველო იქ არის, სადაც უნდა იყოს და ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ იქ ჩვენს პარტნიორებთან ერთად; ასევე, გავაგრძელოთ ასოცირებულ ტრიოსთან ერთად, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ჩვენი გზა ევროპული ინტეგრაციისკენ და ვფიქრობ, ახლა ახალი ვითარებაა ევროპაში, არა მხოლოდ სანქციების მიმართ ერთიანობის კუთხით, არამედ ახალ აღქმასთან მიმართებაში, რომ რამე უნდა გაკეთდეს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც სადღაც შუაში არიან; შესაძლოა, არსებობდეს გრძნობა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის გრძელი და ბიუროკრატიული, ამიტომ არის ახალი იდეები; შეიძლება, იყოს ახალი პოლიტიკური მიდგომა და ღიაობა ჩვენი, ყველას მიმართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S