Accentnews.ge
გერმანიის ელჩის კომენტარი, მათ შორის ბერლინში საქართველოს პრეზიდენტის დაბლოკილ ვიზიტზე

გერმანიის ელჩის კომენტარი, მათ შორის ბერლინში საქართველოს პრეზიდენტის დაბლოკილ ვიზიტზე

16/03/2022 07:37:18 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰურბერტ ქნირშმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, რომელიც საზღვარგარეთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტების დაბლოკვას შეეხებოდა.

"აქცენტი" დაინტერესდა გერმანიის ელჩის პოზიციით მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავრობისგან უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. სააგენტოს შესაბამის კითხვაზე ელჩმა შემდეგი პასუხი გასცა:

"საქართველოს პრეზიდენტს გერმანიაში დიდ პატივს სცემენ. ფედერალურ პრეზიდენტ შტაინმაიერს ცოტა ხნის წინ ჰქონდა მასთან ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ჩვენი მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს დღევანდელ საერთაშორისო კრიზისში".

ცნობისთვის: 14 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დაბლოკა, ამიტომ მას პირადი კონტაქტების გამოყენება მოუხდა ვიზიტის განსახორციელებლად:

„როდესაც საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, გაუგებარია პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები: 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალურ ფორმატი. ასეთ დროს, საჭიროდ მივიჩნიე საკუთარი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს. მქონია, რომ ჩვენი 40–წლიანი გამოცდილება დიპლომატიასა და სტრატეგიულ საკითხებში და ამ პერიოდის მანძილზე შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი“.

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლიდან მეორე დღესვე "ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავას იწყებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, თუმცა მმართველ გუნდს პარლამენტში შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი არ ჰყავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S