"შევხვდებით, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ნატო–ში ვართ 30 წევრი, თუმცა გვაქვს სიახლოვე იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ"
16/03/2022 08:00:49 პოლიტიკა
"ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალზე დღეს შევხვდებით საქართველოს, უკრაინისა და ასევე სხვა ქვეყნების მინისტრებს, ნატო–ში ვართ 30 წევრი, თუმცა გვაქვს სიახლოვე იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ", – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის მხარდაჭერისთვის:
"უკრაინა რუსეთის აგრესიული შეიარაღებული ძალების ალყაშია, უკრაინელებს სურთ, შეუერთნენ ნატო-ს და ალიანსმა უნდა იფიქროს, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინის მხარდაჭერისთვის", – განაცხადა უოლესმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში ნატო–ს საგანგებო მინისტერიალი იმართება, რომელშიც, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იღებს მონაწილეობას.


