Accentnews.ge
„"დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ უკრაინას"

„"დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ უკრაინას"

16/03/2022 10:00:21 პოლიტიკა

„დღევანდელ შეხვედრაზე შემოგვიერთდნენ უკრაინელი კოლეგა ოლექსი რეზნიკოვი და ჩვენი სხვა პარტნიორები – საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი, მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს", – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები აწესებენ უპრეცედენტო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

"ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში. მრავალი წლის განმავლობაში ნატო-ს მოკავშირეებმა გაწვრთნეს ათობით ათასი უკრაინელი სამხედრო. მოკავშირეებმა მიაწოდეს უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობის დიდი რაოდენობა, რათა დახმარებოდნენ უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი. რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან ალიანსმა მნიშვნელოვანად გააძლიერა მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხისადმი, მთავრობისადმი და შეიარაღებული ძალებისადმი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით და მილიონობით ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემით. დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S