Accentnews.ge
"არავინ უჩივის პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში"

"არავინ უჩივის პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში"

16/03/2022 10:23:52 პოლიტიკა

"არავინ უჩივის პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, არანაირ დასჯაზე არ არის საუბარი, რაღაცებს ნუ იგონებთ და სპეკულირებთ", – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, კონსტიტუციის დაცვა ყველას ვალდებულებაა და პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ.

„ეს განცხადება არავის გაუკეთებია, თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს უნდა მიმართოს „ქართულმა ოცნებამ“. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი. გაერკვიეთ და შემდეგ დასვით ეს შეკითხვა. არავინ არ უჩივის საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციის დაცვა არის ყველას ვალი. რა თქმა უნდა, ჩვენ, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ დავიცვათ კონსტიტუცია, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიცავთ კონსტიტუციას, ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს რა უნდა მოვთხოვოთ კანონის დაცვაზე. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ ვართ ვალდებული, რომ დავიცვათ კონსტიტუცია. თქვენ როგორ მოგეწონებათ, რომ მე, ქალაქის მერი უხეშად ჩავერიო პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, ქვეყნის პრემიერის უფლებამოსილებაში, ან პირიქით. შესაბამისად, კონსტიტუციის დაცვა არის ყველასთვის მნიშვნელოვანი ახლაც და სამომავლოდაც. არანაირ დასჯაზე არ არის საუბარი, რაღაცებს ნუ იგონებთ და სპეკულირებთ“, – მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ 15 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S