Accentnews.ge
"2008 წელს ესტონეთის, ლიეტუვის და პოლონეთის პრეზიდენტები რომ ჩამოვიდნენ თბილისში, ცეცხლი შეწყვეტილი იყო"

"2008 წელს ესტონეთის, ლიეტუვის და პოლონეთის პრეზიდენტები რომ ჩამოვიდნენ თბილისში, ცეცხლი შეწყვეტილი იყო"

16/03/2022 10:38:57 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ახლა უკრაინაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლა "უსაფრთხოების საკითხია".

მისი თქმით, 2008 წელს, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ, ცეცხლი უკვე შეწყვეტილი იყო:

"პირველ რიგში, მე უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი იმიტომ, რომ როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ უცხო ქვეყნის პრეზიდენტები 2008 წელს, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ზომები გარანტირებული იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, უბრალოდ ლოკალურად ხდება ხოლმე სამშვიდობო კორიდორების გახსნა. ზოგადად, მთელი ეს ტერიტორია, განსაკუთრებით, კიევი და აღმოსავლეთ უკრაინა, საბრძოლო მოქმედების ზონაა".

2008 წლის 12 აგვისტოს ესტონეთის, ლიეტუვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები და ლატვიის პრემიერ–მინისტრი სოლიდარობის ნიშნად ჩამოვიდნენ.

civil.ge-ს არქივის თანახმად, 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ძალები ღამის განმავლობაში დაბომბვას განაგრძობდნენ. დაიბომბა გორის ცენტრალური მოედანი, კასპისა და ხაშურის სოფლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S