ბურჭულაძე: "ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალზე იმსჯელეს უსაფრთხოების გარემოზე, მათ შორის უკრაინასთან ერთად განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები"
16/03/2022 14:52:58 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-ს შტაბბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, უკრაინის, ფინეთის, შვედეთის თავდაცვის მინისტრები და ევროკავშირის წარმომადგენელი დაესწრნენ. სხდომა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა. იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და ნატო-ს სამიტისთვის მზადების შესახებ ისაუბრა. მან დაგმო უკრაინაში რუსეთის ქმედებები და კიდევ ერთხელაღნიშნა უკრაინისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელეს უსაფრთხოების გარემოზე, მათ შორის, უკრაინასთან ერთად განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მისი თქმით, სხდომაზე გამომსვლელების მიერ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა.


