Accentnews.ge
"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა, რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ახლა უნდა დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ"

"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა, რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ახლა უნდა დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ"

16/03/2022 16:13:25 პოლიტიკა

"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა", - ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ახლა უნდა დაეხმაროს, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ.

„უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების არარსებობის რეალობის წინაშე ვდგავართ, რომელიც გავლენას ახდენს უკრაინელ ხალხზე. ეს გამანადგურებელია მათთვის. თუმცა, ეს ასევე გავლენას ახდენს ჩვენს სამეზობლოში იმ ქვეყნებზე, რომლებიც ნატო–ს წევრები არ არიან და რისკის ქვეშ იმყოფებიან. საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო დღევანდელ შეხვედრას. ყველა მოკავშირემ მას ყურადღებით მოუსმინა. მან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე საართველო დგას, როგორც ქვეყანა, რომელმაც იხილა რუსეთის აგრესიის შედეგები. გაკვეთილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ იმ ქვეყნებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც რისკის ქვეშ ახლა არიან. მათ ახლა უნდა დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. საქართველოსთვის მესიჯი შემდეგია: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა. უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ. ამიტომაც მოვუწოდებ ნატო–ს მოკავშირეებს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს და ეს ლიდერების მესიჯიც იყო დღევანდელ შეხვედრაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S