სააკაშვილი –ზურაბიშვილზე: „მე-12 დაწესებულებაში ველოდები, ერთად ვიშიმშილოთ"
17/03/2022 09:35:28 პოლიტიკა
17 მარტის სხდომაზე, საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის განხილვისას სასამართლოში, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე ისაუბრა და გააკრიტიკა ზურაბიშვილის განცხადება ოპოზიციასთან მიმართებით.
„საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე უცხოეთში არ შეიძლება ჩვენს პრობლემებზე საუბარი, რომ საჭიროა სიფრთხილე. გუშინ წინ ვუსმენდი პარლამენტის სხდომას, სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა და გამახსენდა ილია ჭავჭავაძე. ბოდიში, თუ რამე სიტყვა შემეშალა, აქ აღარ მაქვს "გუგლი": „ჩემზე ამბობენ, რომ სიავეს ქართლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია. ბრიყვნი ამბობენ, წრფელი გული მაშივე სცნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია“.
ილია ჭავჭავაძემ უპასუხა სალომე ზურაბიშვილს და ყველა იმას, ვინც ამბობს, რომ საქართველო არ უნდა საუბრობდეს თურმე თავის გაჭირვებაზე" - განაცხადა სააკაშვილმა.
ის არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა:
"მინდა, ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, აქ მე მასამართლებენ იმისთვის, თუ რატომ გადმოვკვეთე საზღვარი. მას ედავებიან, რატომ გადაკვეთა საზღვარი. თუ კიდევ, ერთი ორი ასეთი წასცდა, რამდენადაც ვიცი, სასახლისთვის ირანული ჭაღები იყიდა - ერთი მუხლი ეს აქვს მირტყმული 11 წლამდე და მეორე მუხლი აქვს ის, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი".


