კელი დეგნანი: "მნიშვნელოვანია, მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს პოლიტიკურ პარტიებთან, რათა გამოვხატოთ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ"
17/03/2022 10:30:26 პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ძალიან კარგი განხილვა გვქონდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პუტინისა და კრემლის მიერ წამოწყებული ტრაგიკული ომი. ომმა, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ აქვს, ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ბავშვების. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩემი შეხვედრები ვაშინგტონში და ის მხარდაჭერა, რომელსაც ვაშინგტონი გამოხატავს საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ასეთ კრიტიკულ მომენტში. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა გამოვხატოთ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. რაც შეეხება უკრაინას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავდგეთ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.


