"რუსეთის დღევანდელი აგრესია არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, გვინდა, რომ სანქციები კიდევ უფრო გავაღრმაოთ"
17/03/2022 12:52:19 პოლიტიკა
რუსეთის დღევანდელი აგრესია არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„დღევანდელი ჩემი ვიზიტი განსაკუთრებულ პირობებშია. ეს არის უპრეცედენტო, არავითარი მიზეზების გამო, პროვოცირების გარეშე აგრესიული შეტაკება უკრაინაში, რომელიც საქართველოს მეგობრული ქვეყანაა. ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც თქვა 2008 წლის 12 აგვისტოს. ეს სიტყვები, სამწუხაროდ გამართლდა. მან ბრძანა, რომ დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შესაძლოა, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის, პოლონეთისთვის. გვახსოვს ის დრო, როდესაც ზოგისთვის სასაცილო იყო ეს სიტყვები, სერიოზულად არ აღიქვამდნენ. თითქოს, ესმოდათ ეს სიტყვები მაგრამ სერიოზულად არცერთი ქვეყანა არ მიუდგა. ძალიან მნიშნველოვანია, რას გავაკეთებთ ჩვენ ახლა, ამ უდიდესი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც გამოწვეულია რუსეთის უკრაინაზე სამხედრო შეტაკებით. რამდენიმე დღის წინ იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად ვიმყოფებოდით უკრაინაში. ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის პოლიტიკას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ მთლიანად უკრაინის მოსახლეობას, რომელიც იბრძვის არამხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსაც და პოლონეთისთვის. მინდა აქ, საქართველოს მიწიდან ვთქვა, რომ ჩვენ საქართველოს პრემიერთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ ორივე ერი, გამართლებული და მხარდამჭერი იყოს უკრაინელებისთვის. რუსეთის დღევანდელი აგრესია არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს აგრესია შევაჩეროთ. გვინდა გავაღრმაოთ სანქციები. თითოეულ დანგრეულ სახლს კიდევ ერთი სანქცია უნდა ემატებოდეს. ეს ბარბაროსული მიდგომა უკრაინის მიმართ არ არის მისაღები“,- აღნიშნავს მათეუშ მორავიეცკი.


