Accentnews.ge
"ლელო" გამოდის ინიციატივით, მოიწვიონ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად

"ლელო" გამოდის ინიციატივით, მოიწვიონ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად

17/03/2022 14:21:40 პოლიტიკა

"ლელო" გამოდის ინიციატივით, მოიწვიონ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად. ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

"მინდა წინადადება გავაჟღერო, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს. ჩვენი პარტია, ლელო საქართველოსთვის გამოდის ინიციატივით, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება და მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად, უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მან მიმართოს პარლამენტს სიტყვით ისევე, როგორც მიმართა არაერთი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას დღეს საქართველო", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S