Accentnews.ge
მათეუშ მორავიეცკი: "ქართულ-პოლონური მეგობრობა არის ძლიერი"

მათეუშ მორავიეცკი: "ქართულ-პოლონური მეგობრობა არის ძლიერი"

17/03/2022 13:55:13 პოლიტიკა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა ბათუმში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნისთვის და განაცხადა, რომ "ქართულ-პოლონური მეგობრობა ძლიერია".

„დიდმა პოლიტიკოსებმა უნდა ამოიცნონ არა მარტო ის მიმართულებები, რომელიც გარშემო ხდება და აუცილებლად უნდა დაარქვან ამ მოვლენებს სახელი, პირველ რიგში მათ უნდა ჰქონდეთ იმის სიმამაცე, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ამის უნარი ჰქონდა, დროულად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს. ის ძალიან დიდი წინააღმდეგი იყო „გადატვირთვის“, ის იყო წინააღმდეგი ასეთი გულუბრყვილობისა რუსეთის მიმართ. იმ დროს მთლიანად ევროკავშირს სჯეროდა, რომ ვლადიმირ პუტინის სიტყვები სიმართლე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ლეხ კაჩინსკი მათ აფრთხილებდა, მაგრამ ეს იწვევდა მხოლოდ მათ ირონიას, მაგრამ სამწუხაროდ მისი სიტყვები ასი პროცენტით შესრულდა. 2008 წლის შემდეგ შემდეგი აგრესია მოვიდა 6 წელიწადში. ახლა კი თავდაყირა დადგა მთლიანად პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ვინაიდან განხორციელდა ასეთი ბარბაროსული აგრესია, რომელსაც ადგილი აქვს უკრაინაში. როდესაც ამას იძახდა ლეხ კაჩინსკი, რომ მოესმინა და ყური დაეგდო მთლიანად ევროპას, შესაძლოა, დღეს ასეთი აგრესია არ ყოფილიყო. დიდი მადლობა ყველას, იმ ძარღვისთვის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს საქართველოს და პოლონელ ერებს, ხალხს აკავშირებს, მის სივრცეს, თავისუფალ სივრცეს, სადაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს სწორი პოლიტიკა, ისეთი პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს აგრესიულ პოლიტიკას. დიდი მადლობა რეგიონებს, რომლებიც არიან დამეგობრებულები აჭარის რეგიონთან, საქართველოს სხვა რეგიონებთან. ქვემო სილეზიას, რომელიც დღეს პოლონეთის დელეგაციაშია, დიდი მადლობა ბატონ მინისტრს, დვორჩიკს, რომელიც მხარს უჭერდა ამ ძეგლის აქ დადგმას, ეს არის ნიშანი, ჩვენი მეგობრობის დადასტურება, ძალიან დიდი, სერიოზული გაკვეთილი ჩვენი ერებისთვის მომავლისთვის. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ძეგლის აქ გახსნას, ყველა პარლამენტარს, თვითმმართველობების წარმომადგენლებს პოლონეთიდან და საქართველოდან, რომლებიც მხარს უჭერდნენ ძეგლის გახსნას. დიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამ ძეგლის აქ გახსნის შესაძლებლობისთვის. ქართულ-პოლონური მეგობრობა არის ძლიერი, დღევანდელ დღეს არსებული ეგზისტენციალური საფრთხეების მიუხედავად რუსეთის აგრესიის გამო. მინდა აღვნიშნო, რომ ის გაკვეთილები, ის გაფრთხილება, რომელიც ჩვენ თაობებს დაგვიტოვა ლეხ კაჩინსკიმ და მისი რწმენა, იმ ურთიერთობისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ერებს ერთმანეთთან, გვახსოვდეს და ეს სიტყვები გვიჩვენებდნენ სწორ გზას საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობებში. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა ძალიან დიდი როლი ითამაშოს ევროპაში", - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მორავიეცკიმ ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ახსოვთ ლეხ კაჩინსკის ჟესტი, რომელიც 14 წლის წინ საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოვიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S