Accentnews.ge
პაპუაშვილმა ისტერია უწოდა ოპოზიციის ინიციატივას ზელენსკის მოსმენის თაობაზე

პაპუაშვილმა ისტერია უწოდა ოპოზიციის ინიციატივას ზელენსკის მოსმენის თაობაზე

18/03/2022 09:58:33 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არც კი განიხილავს ორი ოპოზიციური პარტიის – "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივებს, რომლებიც უკრაინას შეეხება. ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვაზე, აპირებენ თუ არა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობის მიცემას.

"თუკი რეალურად ვინმეს სურს უკრაინას დაუდგეს გვერდში, დაუდგეს საქმით და არა ხმამაღალი განცხადებებით... აბსურდია, როდესაც ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს, ვის რა უნდა, ჩართვა უნდა, თუ რა უნდა. არც კი ჰკითხეს საერთოდ უკრაინის ხელისუფლებას. ესეც აჩვენებს, რა არის რეალური მიზანი ამის უკან, ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა და ა.შ...

რაც შეეხება ზელენსკის მოსმენას, მგონი "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა" გერევათ ზელენსკიში, ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, მოგვმართა "ლელომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ". ხაზგასმით ვამბობ, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" არც ერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, "ქართული ოცნება" არცკი განიხილავს", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

17 მარტს პარლამენტის ტრიბუნიდან "ლელომ" გააჟღერა ინიციატივა, რომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის მოეწვიათ უკრაინის პრეზიდენტი. ამ ინიციატივას იზიარებს არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა", არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. მათ შორის "გირჩი" და "საქართველოსთვის".

23-ე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

ზელენსკიმ 17 მარტს პირდაპირი ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა გერმანიის პარლამენტს, მიემართა აშშ-ის კონგრესსა და ბრიტანელ კანონმდებლებს. ის სიტყვით გამოვიდა ევროპის კავშირის კანონმდებლების წინაშეც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S